მადრიდის "რეალის" ესპანელი მეკარე დიეგო ლოპესი კლუბის დატოვებას არ აპირებს. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანელის აგენტი მანოლო გარსია კილონი ადასტურებს. ბოლოდროინდელმა ჭორებმა კეილორ ნავასის ტრანსფერთან დაკავშირებით, ესპანურ მედიაში კიდევ ახალ ჭორს დაუდო საფუძველი, რომლის თანახმადაც, ლოპესი კლუბის დატოვებას აპირებდა.
"დიეგო არსად მიდის. მას უნდა "რეალის" პირველი მეკარე გახდეს და ამისთვის ძალ-ღონეს არ დაიშურებს." - განაცხადა მეკარის აგენტმა.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ "ლევანტეს" კოსტა რიკელი მეკარე კეილორ ნავასი “სამეფო კლუბში” გადასვლას არ აპირებს. დიეგო ლოპესსა და იკერ კასილიასს შორის, გასულ წელს პირველი მეკარის სტატუსისთვის გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობდა. როგორც ჩანს, მომდევნო სეზონშიც იგივე განმეორდება.
გიორგი ბალახაძე