4-11 ნოემბერს ლონდონში მამაკაცთა შორის წლის შემაჯამებელი ტურნირი ჩატარდება და მას შემდეგ, რაც კანადელმა მილოშ რაონიჩმა პარიზის “მასტერზ1000”-ზე ჩეხ ტომაშ ბერდიხთან წააგო, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში წამსვლელთა ვინაობა საბოლოოდ გაირკვა.
მაშ ასე, ლონდონში სეზონს შემდეგი ჩოგბურთელები “შეაჯამებენ”: ესპანელი რაფა ნადალი, სერბო ნოვაკ ჯოკოვიჩი, ესპანელი დავიდ ფერერი, არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო, ჩეხი ტომაშ ბერდიხი, შვეცარიელები როჯერ ფედერერი და სტანისლას ვავრინკა, აგრეთვე ფრანგი გასკე.
სათადარიგოთა შორის ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა და მილოშ რაონიჩი იქნებიან.
შეგახსენებთ, ლონდონში გამოსვლის უფლება შოტლანდიელმა ენდი მარეიმაც მოიპოვა, მაგრამ უიმბლდონის მოქმედი ჩემპიონი სეზონის შემაჯამებელ ტურნირზე ტრავმის გამო ვერ ითამაშებს.