მსოფლიოს რეიტინგსიის მესამე ნომერი ენდი მარეი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის ტურნირის გამარჯვებული გახდა. გადამწყვეტ მატჩში 26 წლის შოტლანდიელმა მასზე 2 წლით უმცროს ხორვატ მარინ ჩილიჩს 5:7, 7:5, 6:3 მოუგო.
შეხვედრა ორსაათნახევარს გაგრძელდა და ამ სათამაშო დროის განმავლობაში მარეიმ 4-4 ეისი და ბრეიკია. ენდისა და მარინის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 9:1 გახდა.
მარეიმ ლონდონის ტურნირი მესამედ მოიგო, სულ კი მის ანგარიშზე 27 ტიტულია. წლეულს შოტლანდიელმა 3 შეჯიბრებაზე იმარჯვა. დღევანდელი გამარჯვების სანაცვლოდ ენდიმ 250 სარეიტინგო ქულა და 86300 ევრო დაიმსახურა.