საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი თავდამსხმელი ერიკ კანტონა ლონდონის პოლიციამ დააკავა. გამოცემა The Telegraph-ის ცნობით, კანტონა პოლიციის განყოფილებაში ქუჩაში ჩხუბისთვის წაიყვანეს. ის ურთიერთობას უცნობ მამაკაცთან არკვევდა, რომელსაც სერიოზული დაზიანებები არ მიუღია, მაგრამ მაინც აპირებს სასამართლოს თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით მიმართოს.
აქვე გეტყვით, რომ პოლიცია ინციდენტის თვითმხილველებმა გამოიძახეს. კანტონა თავისი ფეთქებადი ხასიათით ფეხბურთელობის დროსაც ცნობილი იყო, რაც მოედანზეც არაერთხელ გამოუმჟღავნებია.