სხვა

23:16 | 25.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლომთაძის ვერცხლი ევროპის ჩემპიონატზე

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 20 და 23-წლამდე ძალოსანთა შორის საქართველოს ნაკრებმა მორიგი მედლები მოიპოვა.

23-წლამდელთა შორის წარმატებას გიორგი ლომთაძემ მიაღწია, რომელმაც ატაცში 148 კგ. დასძლია და მცირე ოქროს გამორჩა, აკვრაში 180 კგ-ით მე-4 იყო, ხოლო ჯამში 328 კგ. მიითვალა და ვერცხლი დაისაკუთრა. აღსანიშნავია, რომ ლომთაძე გაჩემპიონებულ ალეხანდრო გონსალესს (ესპანეთი) მხოლოდ 2 კგ-ით ჩამორჩა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ ორ ქართველ ძალოსანს ვიხილავთ. 20-წლამდელთა ტურნირში ფიცარნაგზე ვილიამინ ალექსიძე (105 კგ.) და ლაშა ტალახაძე (+105 კგ.) გავლენ. 

0.123472