ურეკში მიმდინარე საჭადრაკო ევროპის თასის გათამაშებაში პარტიას პარტიაზე იგებს ხობელი დიანა ლომაია, რომელიც 8-წლამდე გოგონათა ტურნირში 6 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს. ამავე ასაკის ბიჭებში ასევე დანაკარგის გარეშე თამაშობს სომეხი არსენ დავთიანი.
10-წლამდელებში დუეტში აგრძელებენ ლიდერობას თამარ ესაძე და აზერბაიჯანელი ზეინაბ ისმაილზადა. მათ აქტივში 5-5 მოგებაა. ბიჭებში დანაკარგის გარეშე მეწინავის პოზიციას რუსი არტიომ ტრუბჩანინოვი ინარჩუნებს.
12-წლამდე გოგონებში ცხრილის სათავეში კვლავ, ელენე კოსტავა და ბულგარელი გაბრიელა ანტოვა არიან. ბიჭების ასპარეზობაში 5.5 ქულით აზერბაიჯანელი ვუგარ ასადლი ლიდერობს.