ფეხბურთი

15:26 | 31.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლობჟანიძე “დნიპროს” განაცხადს მიღმა დატოვეს

დნეპროპეტროვსკის “დნიპრომ” საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მცველი უჩა ლობჟანიძე განაცხადს მიღმა დატოვა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

“დნიპრომ” “დეპორტივოდან” ბრუნუ გამა შეიძინა და პორტუგალიელი მცველისთვის განაცხადში ადგილი უნდა გამოეთავისუფლებინათ. დნეპროპეტროვსკელთა მთავარმა მწვრთნელმა ხუანდე რამოსმა კლუბის ხელმძღვანელობას განაცხადიდან დენის ოლეინიკის გამოყვანა ურჩია, რომელსაც ესპანელ მწვრთნელთან კონფლიქტი აქვს. თუმცა, კლუბში სხვანაირად გადაწყვიტეს და არჩიეს, რომ გამასთვის ადგილი ლობჟანიძეს დაეთმო.

 

0.118496