იტალიური “ლივორნოს” მთავარი მწვრთნელი დავიდე ნიკოლა შესაძლოა, დაკავებული თანამდებობიდან დაითხოვონ.
გუნდმა სერია A-ში ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა. გასულ უქმეებზე ის “კიევოსთან” 0:3 განადგურდა და გასავარდნ ზონაში დაეშვა. ამჟამად “ლივორნოს” აქტივში მხოლოდ 12 ქულაა და მე-18 ადგილს იკავებს.
Sky Italia-ს ცნობით, კლუბის პრეზიდენტმა ალდო სპინელიმ გადაწყვეტილება დღეს უნდა მიიღოს, პრესა კი ვარაუდობს, რომ ის ნიკოლასთვის არცთუ სასიამოვნო იქნება. უკვე სახელდება მწვრთნელის შესაძლო შემცვლელებიც - ედი რეი და დომენიკო დი კარლო.