სერია A-დან გავარდნილი “ლივორნოსა” და ფრანგული “მონაკოს” ხელმძღვანელებმა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. Football Italia-ს ცნობით, ამ შეთანხმების თანახმად, იტალიელებს სამი ფეხბურთელის იჯარით წაყვანის უფლება აქვთ.
“ლივორნო” მონაკოელებს სავარაუდოდ უახლოეს დღეებში შეიმატებს, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული გვარების შესახებ არავინ საუბრობს.