“ლივერპულის” ხელმძღვანელობა ახალი ფორვარდის ძიებაშია, რადგან დიდი ალბათობით, მერსისაიდელთა მთავარმეგოლე ლუის სუარესი კატალონიის “ბარსელონას” მიაშურებს. იტალიური მედიის ცნობით, “წითლებს” “მილანის” ფორვარდი მარიო ბალოტელი სურთ.
“როსონერის” ხელმძღვანელები არ მალავენ, რომ ბალოტელი მათ სამომავლო გეგმებში არ შედის. იტალიელებს თავდამსხმელის გაყიდვა მიმდინარე სატრანსფერო სეზონშივე სურთ.
თავის მხრივ, “ლივერპული” შეტევის ხაზის გაძლიერებითაა დაინტერესებული. რამდენადაც ცნობილია, “ბარსელონამ” სუარესის ტრანსფერი დააჩქარა და სულ მალე, ურუგვაელი კატალონიელთა მაისურს მოირგებს.