“ლივერპულის” მარცხენა მცველმა ხოსე ენრიკემ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და გუნდს ორთვენახევრის განმავლობაში ვერ დაეხმარება.
“დღეს, ენრიკეს ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ის ვარჯიშს მხოლოდ 10 კვირის შემდეგ განაახლებს” – იუწყება საფეხბურთო კლუბ “ლივერპულის” ოფიციალური ვებგვერდი.
ბოლო პერიოდში, ესპანელ მცველს მუხლი აწუხებდა და გუნდის მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი ვარაუდობდა, რომ ქირურგიული ჩარევა აუცილებელი იქნებოდა, რაც გამართლდა კიდეც.