ფეხბურთი

16:27 | 20.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულს” პოგბა და ვიდალი სურს

“ლივერპულის” ხელმძღვანელობა მიმდინარე სატრანსფერო სეზონში ორი ხმაურიანი ტრანსფერის გაკეთებას გეგმავს. ბრიტანული მედიის ცნობით, მერსისაიდელები ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველებს – პოლ პოგბასა და არტურო ვიდალს უმიზნებენ.

ლივერპულელებმა ლუის სუარესის “ბარსელონაში” გასხვისებით 75 მილიონი გირვანქა იშოვეს და სატრანსფერო საქმიანობისთვის ემზადებიან. მათი მთავარი სამიზნეები სწორედ ტურინელი შუახაზელები არიან.

აღსანიშნავია, რომ “იუვენტუსიდან” ანტონიო კონტეს აბარგების შემდეგ, გუნდის ლიდერებმა სხვა კლუბების შემოთავაზებების განხილვა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყეს.

 

0.117892