ფეხბურთი

22:28 | 22.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულს” ლუკას ლეივა 2 თვით გამოაკლდა

 

“ლივერპულის” ბრაზილიელი ნახევარმცველი ლუკას ლეივა ტრავმირებულია და ის გუნდს უახლოესი 2 თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

პრემიერლიგის გასულ ტურში, “ასტონ ვილასთან” გამართულ შეხვედრაში (2:2), ლუკას ლეივა მოედანზე მე-2 ტაიმის დასაწყისში შევიდა, მაგრამ 20 წუთში მან მოედანი დატოვა. Sky Sports-ის ცნობით, 27 წლის საყრდენ ნახევამცველს მარჯვენა ფეხი აქვს დაზიანებული და ის ლაზარეთში 2 თვეს დაჰყოფს.

პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, 22 შეხვედრიდან ლუკას ლეივამ მონაწილეობა 19-ში მიიღო. აქედან 17-ჯერ ის სასტარტო შემადგენლობაში იყო.

0.135064