“ლივერპულის” ახალწვეულმა ადამ ლალანამ საწვრთნელი პროცესის დროს ტრავმა მიიღო. მერსისაიდელთა ოფიციალური საიტის ცნობით, 26 წლის ინგლისელს ახალი სეზონის საწყისი ტურების გამოტოვება მოუწევს.
ლივერპულელმა ექიმებმა ლალანას ჯანმრთელობის მდგომარეობა დეტალურად შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ ქირურგიული ჩარევა საჭირო არაა.
სავარაუდოდ, ლალანა ლაზარეთში 6 კვირას გაატარებს.