“ლივერპულის” სამწვრთნელო შტაბი “შალკეს” ნახევარმცველ ჯულიან დრექსლერით დაინტერესდა. გერმანული პრესის ცნობით, მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი დარწმუნებულია, რომ ეს ახალგაზრდა ფეხბურთელი საგრძნობლად გააძლიერებს “ლივერპულს”.
“დრექსლერი უმაღლესი კლასის მოთამაშეა და მისი მსურველი კლუბები ყოველთვის გამოჩნდებიან” – უთხრა ჟურნალისტებს “შალკეს” სპორტულმა დირექტორმა ჰორსტ ჰელდტმა.
შეგახსენებთ, ახლახან თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ რამდენიმე შეთავაზების მიუხედავად, სავარაუდოდ, კლუბს ზამთრის სატრანსფერო სეზონზე არ დატოვებს.