ფეხბურთი

10:27 | 11.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულმა” ზაფხულში პირველად წააგო

ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში “ლივერპულმა” ორი ტურნე გამართა საეჭვო სიძლიერის აზიურ-ავსტრალიურ მეთოქეებთან (პლუს ბერძნულ “ოლიმპიაკოსთან” საქველმოქმედო მატჩი). ექვსივე შეხვედრა მოიგო და 17 გოლი გაიტანა. დუბლინის “ავივაზე” კი მათ ჯანმაგარი, კარგად ორგანიზებული და მებრძოლი “სელტიკი” დაუპირისპირდა. ერთადერთი გოლი მე-12 წუთზე ამიდო ბალდემ (სამორი ბალდეში არ აგვერიოს) გაიტანა. ეს კაცი გვინეა-ბისაუში ყოფილა დაბადებული, მაგრამ პორტუგალიის მოქალაქეა. “წითლები” ბევრს ეცადნენ, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. შოტლანდიელთა დამრიგებელმა, ნილ ლენონმა კი თქვა მერე – გაგვიმართლაო, მაგრამ ჩვენი ბრიტანელი კოლეგები აღნიშნავენ, რომ ეს მარცხი ბრენდან როჯერსისთვის მოახლოებული პრემიერლიგის წინ, შესაძლოა, სასარგებლოც იყოს. ამ ტურნეებში შესანიშნავად წარმოაჩინა თავი ბრაზილიელმა ფილიპე კოუტინიომ, როგორც ყოველთვის, შეუდარებელი იყო კაპიტანი ჯერარდი, შაბათს ტრავმამოშუშებულმა დანიელ სტარიჯმაც ითამაშა, თუმცა ისიც გამოჩნდა, რომ “ლივერპულს” კიდევ რამდენიმე კარგი შენაძენი არ აწყენდა. 

Lლივერპული –სელტიკი 0:1 (0:1)

Dდუბლინი. ავივა.

Lლივერპული: მინოლე, ჯონსონი, კოლო ტურე, უისდომი, ხოსე ენრიკე, ლუკას ლეივა, ჯერარდი, ალენი (ჰენდერსონი 58), დაუნინგი (იბე 72), ასპასი (სტარიჯი 46), ფილიპე კოუტინიო

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

სელტიკი: ზალუსკა (ფორსტერი 46), მეტიუზი, ლუსტიგი, მუიოკოლო, ისაგირე (ფაინდლი 64), მაკგეუჩი, კაიალი (ჯორჯი 84), ირვინი, სტოუკსი, ბალდე (ატაიჩი 70), უოთი (ჰენდერსონი 84)

მწვრთნელი: ნილ ლენონი

გოლი: 0:1 ბალდე (12)

0.475028