ფეხბურთი

21:39 | 31.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულმა” “ტოტენჰემი” კვლავ შეარცხვინა

პრემიერლიგის მე-3 ტურის ცენტრალური მატჩის წინ, “ტოტენჰემის” გულშემატკივრები იმედოვნებდნენ, რომ საყვარელი კლუბი შარშანდელი შერცხვენისთვის “ლივერპულს” სამაგიეროს გადაუხდიდა, მაგრამ..

აბსოლიტურად იგივე მოხდა, რაც გასულ წელს ორივე თამაშში. “ტოტენჰემს” არაფერი გამოსდიოდა, “ლივერპული” კი, ძალიან დამაჯერებელი იყო და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაანადგურა მეტოქე. ანგარიში მე-8 წუთზე გაიხსნა. ძალიან ლამაზი კომბინაცია სტერლინგმა დააგვირგვინა. მასპინძლები გაშვებულმა გოლმა ვერ გამოაფხიზლა, “ლივერპული” აშკარად ჯაბნიდა მეტოქეს, მაგრამ პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა.

მეორე ტაიმის დებიუტშივე, ფილ დაუდმა “ტოტენჰემის” კარში პენალტი დანიშნა, რომელიც სტივენ ჯერარდმა გოლად აქცია და მატჩის ბედი გადაწყვიტა. დემორალიზებული მასპინძლები ვერაფერს აკეთებდნენ, რითაც მე-60 წუთზე ალბერტო მორენომ ისარგებლა და პირველი გოლი გაიტანა “წითლების” მაისურით 0:3.

ცნობისთვის, დღეს ბრენდან როჯერსი მეასედ გაუძღვა “ლივერპულს”.

ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა ლონდონის “არსენალმა”. “მეთოფეები” მე-20 წუთზე ალექსის სანჩესმა დააწინაურა, რასაც ულოამ 2 წუთში გამათანაბრებელი გოლით უპასუხა. სტუმრებმა, დიდი უპირატესობის მიუხედავად, გოლის გატანა ვერ მოახერხეს და გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგეს. 

დღის მესამე შეხვედრა “ვილა პარკზე” გაიმართა. “ასტონ ვილამ” 2:1 დამარცხა “ჰალი”. მასპინძლები პირველ ტაიმში ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ აგბონლაჰორისა და ვეიმანის გოლებით. მეორე ნახევარში ნიკიცა იელიჩმა მოახერხა ერთი ბურთის გაქვითვა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:1.

ტოტენჰემი – ლივერპული 0:3 (0:1)

ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ვერტონგენი, ქაბული, როუზი (დევისი 72), დაიერი, ბენტალები (დემბელე 59), კაპუე, ჩადლი, ერიკსენი (თაუნსენდი 59), ლამელა, ადებაიორი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

ლივერპული (4-3-1-2): მინოლე, სახო, ლოვრენი, მანკილიო, მორენო, ალენი (ჩანი 61), ჯერარდი, ჰენდერსონი, სტერლინგი (ენრიკე 86), ბალოტელი (მარკოვიჩი 61), სტარიჯი.
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

გოლები:
სტერლინგი (8), ჯერარდი (49 პენ.), მორენო 60.
გაფრთხილებები: ალენი, მანკილიო, სტერლინგი, მორენო
მსაჯი: ფილ დაუდი

ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 7(1)-17(8), ჯარიმა: 14-11, კუთხური: 7-3, თამაშგარე: 3-1, სეივი: 5-1    

 

ასტონ ვილა – ჰალი 2:1 (2:0)

ბირმინგემი, “ვილა პარკი”

ასტონ ვილა (4-4-2): გუზანი, სენდეროსი, ვლაარი, სისოკო, ჰატონი, ნ’ზოგბია (სანჩესი 64), დელფი, რიჩარდსონი (გრელიში 75), ვესტვუდი, აგბონლაჰორი (ბენტი 85), ვეიმანი.
მწვრთნელი: პოლ ლამბერტი

ჰალი (3-4-1-2): მაკგრეგორი, დევისი (როსენიორი 46), მაკშეინი, დოუსონი, ქუინი, ლივერმორი, ელმოჰამედი, რობერტსონი, ჰალდსტოუნი (ალუკო 71), ინსი (ბრედი 57), იელავიჩი.
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი

გოლები: 1:0 აგბონლაჰორი (14), 2:0 ვეიმანი (36), 2:1 იელავიჩი (74).
გაფრთხილებები: გუზანი – დევისი, ელმოჰამედი, იელავიჩი, ქუინი.
მსაჯი: მარკ კლატენბურგი

ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 11(4)-9(3), ჯარიმა: 9-10, კუთხური: 3-7, თამაშგარე: 1-2, სეივი: 2-2


 

ლესტერი – არსენალი 1:1 (1:1)

ლესტერი, “კინგ პაუერ სთედიუმი”

ლესტერი (4-4-2):
შმეიხელი, მური, მორგანი, დე ლაეტი, კონჩესკი, მაჰრეზი (ოლბრაიტონი 64), შლუპი (ვერდი 70), კინგი, ჰემონდი, ნუჯენტი, ულოა (დრინკვოთერი 77).
მწვრთნელი: ნაიჯელ პერსონი

არსენალი (4-2-3-1): შესნი, კოშელნი (ჩემბერსი 26), მერტესაკერი, დებუში, მონრეალი, ფლამინი, რემსი, კასორლა (ჩემბერლენი 77), ოზილი, სანჩესი, სანოგო (პოდოლსკი 77).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლები: 0:1 სანჩესი (20), 1:1 ულოა (22).
გაფრთხილებები:ოლბრაიტონი, მური, ჰემონდი - შესნი
მსაჯი: ენტონი ტეილორი

ბურთის ფლობა: 31%-69%, დარტყმა: 9(3)-24(6), ჯარიმა: 14-6, კუთხური: 5-10, თამაშგარე: 3-2, სეივი: 5-2      


ბომბარდირები: დიეგო კოშტა (“ჩელსი”) – 4. ნათან დაიერი (სუონსი), სტივენ ნეისმიტი (ევერტონი) – 3.



ირაკლი ალიმბარაშვილი

0.144076