ფეხბურთი

10:23 | 28.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულმა” სუარესში 50 მილიონს + სანჩესი მოითხოვა

მიუხედავად იმისა, რომ ფიფამ ურუგვაის ეროვნული ნაკრებისა და “ლივერპულის” ფორვარდი ლუის სუარესი 4-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, მერსისაიდელები მთავარმეგოლეს მაინც ძვირად აფასებენ. “მირორის” ცნობით, “წითლები” 27 წლის თავდამსხმელის გაყიდვის წინააღმდეგნი არ არიან, მაგრამ სოლიდურ კომპენსაციას ითხოვენ.

სუარესისადმი ყველაზე დიდ ინტერესს კატალონიის “ბარსელონა” იჩენს. თავად ურუგვაელსაც ყველაზე მეტად “კამპ ნოუზე” გადასვლა სურს. როგორც ირკვევა, სუარესის სანაცვლოდ, “ლივერპული” “ბარსელონას” 50 მილიონ გირვანქასა და ჩილელ ალექსის სანჩესს სთხოვს.

შეგახსენებთ, რომ სუარესის დისკვალიფიკაციას ვადა 26 ოქტომბერს ეწურება.

 

0.123734