ფეხბურთი

20:16 | 26.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულმა” სუარესის დისკვალიფიკაცია არ გაასაჩივრა

“ლივერპულის” ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი მისთვის მისჯილ 10-მატჩიან დისკვალიფიკაციას მოიხდის. ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც მერსისაიდულმა კლუბმა სასჯელის გასაჩივრებაზე უარი თქვა.

პერმიერლიგის გასული ტურში, სუარესმა ბრანისვლავ ივანოვიჩს ხელზე უკბინა, რის გამოც, მას პრემიერლიგის მომდევნო 10 მატჩში თამაში აუკრძალეს. სუარესსა და “ლივერპულს” გასაჩივრების ვადა პარასკევამდე ჰქონდათ და როგორც ფეხბურთის ასოციაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, მათ ამ უფლების გამოყენებაზე უარი განაცხადეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ურუგვაელი პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების დარჩენილ 4 და მომდევნო სეზონის პირველ 6 თამაშს გამოტოვებს.

0.120717