ფეხბურთი

10:04 | 8.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულმა” სუარესი 30 მილიონად არ გაყიდა

ლონდონის “არსენალი” “ლივერპულის” ფორვარდის – ლუის სუარესის შეძენას ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა. The Guardian-ის ცნობით, “მეთოფეებმა” მერსისაიდელებს 30 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესთავაზეს, მაგრამ უარი მიიღეს.

ლივერპულელთა განცხადებით, ეს თანხა 26 წლის ურუგვაელის რეალურ ღირებულებას არ ასახავს. ინგლისურ პრესას თუ დავუჯერებთ, ამ წინადადებით, “არსენალმა” მადრიდის “რეალის” “შეშინება” სცადა. მოგეხსენებათ, მადრიდელებს სუარესი სურთ, ლონდონელები კი, “სამეფო კლუბისგან” გონსალო იგუაინის შეძენას ცდილობენ.

ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში, სუარესმა 33 მატჩში 23 გოლი მიითვალა.

 

0.117229