ფეხბურთი

14:07 | 10.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულმა” შკრტელი 14 მილიონად შეაფასა

იტალიური “ნაპოლი” ინგლისური “ლივერპულის” უკანახაზელის – მარტინ შკრტელის შეძენას ცდილობს. Sportmediaset-ის ცნობით, მერსისაიდელები 28 წლის სლოვაკის სანაცვლოდ 14 მილიონ ევროს ითხოვენ, ნეაპოლელები კი, ჯერჯერობით, ამ თანხის გადახდაზე უარს აცხადებენ.

უახლოეს პერიოდში, “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ლივერპულელებთან მოლაპარაკების მორიგ ეტაპს გამართავს. საგულისხმოა, რომ შკრტელის გარდა, ნეაპოლელები ტომას ვერმალენსა (“არსენალი”) და ადილ რამისაც (“ვალენსია”) უმიზნებენ.

ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში, შკრტელმა 25 მატჩი ჩაატარა და 2 გოლიც მიითვალა.

 

0.115948