ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, “ლივერპული” ლონდონის “არსენალის” მცველის – ბაკარი სანიას შეძენას შეეცდება. ამის შესახებ ბრიტანული მედიასაშუალებები იუწყებიან.
ფრანგს “მეთოფეებთან” კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მერსისაიდელებს მისი ხელში ჩაგდება უსასყიდლოდ შეეძლებათ. ჯერჯერობით, “არსენალის” ხელმძღვანელობა მარჯვენაფლანგელთან შეთანხმებას ვერ ახერხებს.
აღსანიშნავია, რომ 31 წლის სანიას სამსახურით მილანის “ინტერიცაა” დაინტერესებული.