ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ინგლისური “ლივერპული” პეპე რეინას გაყიდვას გეგმავს. El Mundo Deportivo-ს ცნობით, მერსისაიდელები 30 წლის მეკარეს 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევიან.
რეინასადმი ინტერესს იჩენს ორი კლუბი – “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ბარსელონა”. “ლივერპულს” მეკარის კატალონიელთათვის მიყიდვა ურჩევნია, რადგან კონკურენტი მანჩესტერელების გაძლიერება არ სურს. თანაც, “ბარსელონა” რეინასთვის მშობლიური კლუბია და თუკი შანსი მიეცემა, შინ დაბრუნებაზე უარს არ იტყვის.
ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, რეინამ 21 მატჩი ჩაატარა.