ფეხბურთი

13:55 | 17.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულმა” “რეალს” უპასუხა: ფულს + მორატა

ინგლისური “ლივერპული” თავდამსხმელ ლუის სუარესს იმ შემთხვევაში დათმობს, თუკი ურუგვაელის მსურველი მადრიდის “რეალი” თანხასთან ერთად ალვარო მორატასაც შეელევა. ამის შესახებ Mirror-ი იუწყება.

მოგეხსენებათ, მერსისაიდელები სამხრეთამერიკელ მეგოლეს 40 მილიონ გირვანქა სტერლინგად აფასებენ. თუკი მადრიდელები მორატასაც დათმობენ, შედარებით ნაკლები თანხის დამატება მოუწევთ.

თავის მხრივ, 20 წლის მორატა ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია, მაგრამ “სანტიაგო ბერნაბეუზე” თავის გამოჩენის ბევრი შანსი ნამდვილად არ ეძლევა. აქედან გამომდინარე, ესპანელი კლუბის შეცვლის წინააღმდეგი არაა.

 

0.121765