ფეხბურთი

13:44 | 22.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულმა” “ნაპოლი” უარით გაისტუმრა

სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების მცველი მარტინ შკრტელი მომავალ სეზონშიც ინგლისის “ლივერპულის” ღირსებას დაიცავს.

28 წლის ფეხბურთელის შეძენა იტალიურ “ნაპოლის” სურდა და ამის მთავარი ინიციატორი ნეაპოლელთა ახალი მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი იყო, რომელიც შკრტელთან ერთად “ლივერპულის” მთავარ მწვრთნელად ყოფნის დროს მუშაობდა.

იტალიელებმა ინგლისელებს ოფიციალური წინადადებითაც მიმართეს, თუმცა, BBC-ის ცნობით, მერსისაიდელებმა ისინი კატეგორიული უარით გაისტუმრეს.

 

 

0.114956