“ლივერპულში” კიდევ ერთი ახალწვეულია – მერსისაიდელებმა ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელი ვიქტორ მოზესი ინათხოვრეს. “წითლების” ოფიციალური საიტის ცნობით, 22 წლის ნიგერიელი “ენფილდზე” მომევნო სეზონს გაატარებს.
“მოხარული ვარ, რომ იჯარით ისეთ დიდ კლუბში მოვხვდი, როგორიც “ლივერპულია”. მე პროფესიონალი ვარ და აქ ჩემი საქმის გასაკეთებლად მოვედი. მიზანი პრემიერლიგის ოთხეულში შესვლა და ჩემპიონთა ლიგის საგზურია”, - განაცხადა მოზესმა.
ცნობისათვის, ნიგერიელმა გასულ სეზონში “ჩელსის” მაისურით 42 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი მიითვალა.