ფეხბურთი

21:39 | 20.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულმა” ალი სისოკო ინათხოვრა

ინგლისის “ლივერპულმა” ესპანური “ვალენსიადან” მცველი ალი სისოკო ინათხოვრა. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “ლივერპულის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

25 წლის ფრანგმა “მერსისაიდელებთან” ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, ინგლისელებს მისი ტრანსფერის გამოსყიდვის უპირატესი უფლება აქვთ.

განვლილ სეზონში, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში ჩატარებულ 25 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.


0.116855