სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

10:29 | 13.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულის” კიდევ ერთი დრამატული გამარჯვება

უკვე კარგა ხანია თითქმის მთელს ბრიტანეთის ტერიტორიაზე ძლიერი ქარი და წვიმაა, ამ მიზეზით ოთხშაბათს “ევერტონ” – ”კრისტალ პალასის” და “მანჩესტერ სიტი” – “სანდერლენდის” შეხვედრები გაურკვეველი დროით გადაიდო.

“ემირეითსზე” კი წინა ტურში “ლივერპულთან” შერცხვენილი “არსენალი” ოდესღაც მრისხანე “მანჩესტერ იუნაიტედს” მასპინძლობდა და მიუხედავად იმისა, რომ გოლი არ გასულა, ერთობ ცოცხალი და სახიფათო მომენტებით დახუნძლული თამაში გამოდგა. გამარჯვების შემთხვევაში “მეთოფეები” ცხრილში პირველ ადგილს იბრუნებდნენ და მათთვის ეს დამატებითი მოტივაციაც იყო. უკვე მეორე წუთზე ვან პერსი მეკარის პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ შჩესნიმ იყოჩაღა. ამას მასპინძელთა სწრაფი შეტევები მოჰყვა, ჯერ უილშირმა დაარტყა სახიფათოდ, შემდეგ კი ჟირუს თავურმა სულ ახლოს ჩაუარა კარის ძელს. მოგვიანებით ვან პერსის კიდევ შეექმნა ხელსაყრელი საგოლე სიტუაცია, მაგრამ ვერ გაიტანა. დაახლოებით იგივე სცენარით მიმდინარეობდა მეორე ტაიმიც. ყველაზე გამოსარჩევი კი ალბათ ლორან კოშელნის თავური იყო, ბურთი უკვე დე ხეას მიღმა მიფრინავდა, როცა ვალენსიამ ივაჟკაცა და კარის ხაზიდან გამოიტანა. ლონდონელთა დამრიგებელმა არსენ ვენგერმა შემდეგ თქვა, უპირველესად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ვზრუნავდით და ეს ჩვენს შეტევასაც დაეტყოო: “მთავარი იყო გოლი არ გაგვეშვა, თუმცა რამდენიმე კარგი მომენტი შევქმენით. გატანა სტუმრებსაც შეეძლოთ. როცა შენს წინააღმდეგ ვან პერსი, მატა და იანუზაი თამაშობენ, სწრაფი კონტრშეტევებისთვის ყოველთვის მზად უნდა იყო,” – უთხრა ვენგერმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს.

“ტოტენჰემმა” სტუმრად “ნიუკასლი” გაანადგურა, ლონდონის “ქრეივენ კოტეჯზე” კი დრამატული ბრძოლა გაიმართა, მასპინძელი ფულემელები ორჯერ უგებდნენ “ლივერპულს,” მაგრამ ყველაფერი მსაჯის მიერ წამატებულ წუთზე დანიშნულმა პენალტმა გადაწყვიტა,

თამაში კურიოზული გოლით დაიწყო, რიჩარდსონის ჩაწოდებული ბურთი კოლო ტურეს ფეხზე აეჭრა და საკუთარ კარში გაიტანა. მასპინძლები არც ამის შემდეგ შეჩერებულან, სტუმრებს კი სახეირო ვერაფერი გამოსდიოდათ. ასე გაგრძელდა ტაიმის ბოლომდე, 41-ე წუთზე კი ჯერარდის დიდებული გადაცემის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ გასულმა სტარიჯმა გაათანაბრა. მეორე ტაიმის პირველი ნაწილი აშკარად სტუმრების იყო. “წითლები” უპირატესობას ფლობდნენ, სუარესმა ძელსაც კი მოარტყა ბურთი, მაგრამ…გოლი ისევ მასპინძლებმა გაიტანეს. თავი რიჩარდსონმა გამოიჩინა. მერსისაიდელები ამას არ დაუბნევია და მალევე გაათანაბრეს - ფილიპე კოუტინიომ ოსტატურად გადაგზავნა ბურთი კარის ბადეში.

Dდრო მიდიოდა და ჩანდა, რომ უკან დახევას არცერთი აპირებდა. მაგრამ ბოლოს მაინც სტუმრებმა იძალეს, უკვე მსაჯის მიერ წამატებული წუთები მიმდინარეობდა, როცა რითერმა საჯარიმოში სტარიჯი წააქცია და ჯერარდმა ზუსტად გარდასახა თერთმეტმეტრიანი – 2:3.

“დიდებული და ძნელი გამარჯვება იყო, ორჯერ ვაგებდით, მაგრამ ხასიათი გამოვავლინეთ და მაინც მოვიგეთ. სტივენ ჯერარდმა კი ისევ დაამტკიცა, რომ გადამწყვეტ მომენტში ის უბადლოა,” – უთხრა ჟურნალიტებს სტუმართა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა.

 

არსენალი – მანჩესტერ იუნაიტედი 0:0

ლონდონი. “ემირეითსი.” 60 021

არსენალი: შჩესნი, მერტესაკერი, სანია, გიბსი, კოშელნი, როსიცკი (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 74), იოზილი, არტეტა, კასორლა, უილშირი, ჟირუ

მწვრთნელი: არსენ ვენგერი

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, ვიდიჩი, ევრა, რაფაელი (ფერდინანდი 46), სმოლინგი, კერიკი, ვალენსია (იანგი 82), კლევერლი, ვან პერსი, რუნი, მატა (იანუზაი 75)

მწვრთნელი: დევიდ მოიესი

გაფრთხილება: სანია (87); ვალენსია (73), იანგი (90+2)

მსაჯი: მარკ კლატენბურგი

ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 3(3)-1(3), ჯარიმა: 10-15, კუთხური: 5-5, თამაშგარე: 1-2, სეივი: 2-5

 

ნიუკასლი – ტოტენჰემი 0:4 (0:1)

ნიუკასლი. ”სენტ ჯეიმსიზ პარკი.” 48 264

ნიუკასლი: კრული, დებიუში, ტეილორი, უილიამსონი, სანტონი (დამეტი 46), სისოკო, ანიტა, გუფრანი, სისე, დე იონგი (ბენ არფა 63), სემი ამეობი (მავრო 71)

მწვრთნელი: ალან პარდიუ

ტოტენჰემი: ლორისი, კაბული, ვერტონგენი, ნოგტონი, უოლკერი, ლენონი (შადლი 75), დემბელე (თაუნსენდი 64), პაულინიო, კაპუე, ბენტალები, ადებაიორი (სოლდადო 84)

მწვრთნელი: ტიმ შერვუდი

გოლები: 0:1 ადებაიორი (19), 0:2 პაულინიო (53), 0:3 ადებაიორი (82), 0:4 შადლი (88)

გაფრთხილება არ ყოფილა

მსაჯი: ნილ სუორბრიკი

ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 6(4)-4(3), ჯარიმა: 7-11, კუთხური: 8-6, თამაშგარე: 2-0, სეივი: 4-5

 

 

სტოკი – სუონსი 1:1 (1:0)

სტოკი. “ბრიტანია.” 24 822

სტოკი: ბეგოვიჩი, პეტერსი, შოუქროსი, უილსონი, კამერონი, ადამი, ველანი (გუიდეტი 68), კრაუჩი, ოდემვინგიე, უოლტერსი (ნ’ზონზი 56), არნაუტოვიჩი (ასაიდი 56)

მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

სუონსი: ვორმი, უილიამსი, ანხელ რანხელი, ჩიკო, დევისი, რუტლიჯი, დაიერი (ემნესი 82), ბრიტონი (ხორდი ამატი 90), პაბლო ერნანდესი (დე გუზმანი 75), კანიასი, ბონი

მწვრთნელი: გარი მონკი

გოლები: 1:0 კრაუჩი (17), 1:1 ჩიკო (52)

გაფრთხილება: ადამი (36), კრაუჩი (88); უილიამსი (36), ბრიტონი (71)

მსაჯი: ჯონათან მოსი

ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 2(0)-0(1), ჯარიმა: 2-2, კუთხური: 1-1, თამაშგარე: 0-0, სეივი: 2-3P

 

ფულემი – ლივერპული 2:3 (1:1)

ლონდონი. “ქრეივენ კოტეჯი.” 25 375

ფულემი: სტეკელენბურგი (სტოკდეილი 76), ჰეიტინგა, რიისე, რითერი, ბერნი, სიდუელი, რიჩარდსონი (კაჩანიკლიჩი 71), კვისტი, ჰოლტბი, ტანიკლიფი, ბენტი

მწვრთნელი: რენე მელენსტეენი

ლივერპული: მინოლე, კოლო ტურე, შკრტელი, სისოკო, ფლანაგანი, ჯერარდი, ჰენდერსონი, ფილიპე კოუტინიო (აგერი 90+2), სტერლინგი (ჟოაო კარლუში 82), სუარესი, სტარიჯი

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

გოლები: 1:0 კოლო ტურე (ს.კ. 8), 1:1 სტარიჯი (41), 2:1 რიჩარდსონი (63), 2:2 ფილიპე კოუტინიო (72), 2:3 ჯერარდი (პენ, 90+1)

გაფრთხილება: კვისტი (9), რითერი (50), რიჩარდსონი (64), ჰეიტინგა (90+1); ფილიპე კოუტინიო (56), ჰენდერსონი (77), ჯერარდი (90+2)

მსაჯი: ფილიპ დოუდი

ბურთის ფლობა: 39%-61%, დარტყმა: 2(9)-5(11), ჯარიმა: 6-9, კუთხური: 7-5, თამაშგარე: 0-0, სეივი: 4-1P

 

ევერტონი – კრისტალ პალასი – გადაიდო

მანჩესტერ სიტი – სანდერლენდი – გადაიდოP

 

მეგოლეები:

23 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)

16 – დენიელ სტარიჯი (“ლივერპული”)\

15 – სერხიო აგუერო (“სიტი”)

12 – იაია ტურე (3, “სიტი”), ედენ აზარი (2,“ჩელსი”)

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.165703