მას შემდეგ, რაც “ლივერპული” Fernway Sports Group-მა შეიძინა, ეს კი 2010 წელს მოხდა, ინგლისური კლუბის ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
ცნობილი გახდა, რომ 2012-13 წლების სეზონში, “ლივერპულის” შემოსავალმა 206.1 მილიონი ფუნტი შეადგინა, რაც წინა სეზონის მაჩვენებელზე 9%-ით მეტია. გარდა ამისა, 29%-ით შემცირდა კლუბის ვალი, რომელიც ამ ეტაპზე 45.1 მილიონ ფუნტს შეადგენს.
“ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ჩვენი შემოსავალი სტაბილურად მატულობს. 2009 წელს კლუბის შემოსავალი 170 მილიონი იყო, დღეს კი 200 მილიონია. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად შემცირდა კლუბის ვალი.” – ციტირებს “ლივერპულის” დირექტორის, იან ეირის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.