ფეხბურთი

12:36 | 19.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” ვილიანში 30 მილიონს იხდის და შემდეგი ტრანსფერის 50 პროცენტს ჩამოდის

ინგლისური გრანდები მახაჩყალის “ანჟის” ბრაზილიელი ნახევარმცველისთვის ბრძოლას განაგრძობენ და დასწრებაზე არიან.

“ლივერპულმა” “ტოტენჰემსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” დაასწრო და Sky Sports Italia-ს ცნობით, რუსულ კლუბს, 25 წლის ვილიანის სანაცვლოდ, 30 მილიონი ევრო და ფეხბურთელის შემდეგი ტრანსფერიდან მიღებული თანხის 50 პროცენტი შესთავაზა, ოღონდ, თუკი ეს თანხა 30 მილიონზე მეტი იქნება.

წყაროს ინფორმაციით, ვილიანის ტრანსფერთან დაკავშირებული საკითხი სამშაბათს უნდა გადაწყდეს და ბრაზილიელი, ერთ-ერთი ინგლისური კლუბის საკუთრება აუცილებლად გახდება. აღსანიშნავია, რომ “ზენიტი” ნახევარმცველის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს იხდის, თუმცა თავად ფეხბურთელს, რუსული პრემიერლიგიდან გული ინგლისური პრემიერლიგისკენ მიუწევს.

0.115939