ფეხბურთი

17:43 | 23.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” ტრანსფერებში 40 მილიონს დახარჯავს

The Independent-ის ცნობით, “ლივერპული”, უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს, ფეხბურთელების ყიდვაში კლუბისთვის სარეკორდო თანხას, 40 მილიონ ფუნტს დახარჯავს.

“ლივერპულმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური უკვე მოიპოვა. ეს ერთის მხრივ, კლუბს ფინანსურად აძლიერებს და მეორეს მხრივ, ხელმძღვანელობას გუნდის გაძლიერებისკენ უბიძგებს.

ინგლისური პრესის ცნობით, შემადგენლობის გასაძლიერებლად ბრენდან როჯერსს 40 მილიონ ფუნტს გამოუყოფენ. ეს თანხა, ფეხბურთელების გაყიდვით მიღებული შემოსავლების ხარჯზე, შესაძლოა, 60 მილიონამდეც გაიზარდოს.

ივარაუდება, რომ მერსისაიდული კლუბის პრიორიტეტი დაცვის ცენტრის გაძლიერება იქნება.

თეგებილივერპული
0.132119