ინგლისურ “ლივერპულს” ლუის სუარესის მიერ პრესაში გაკეთებული განცხადება არ აკმაყოფილებს და ფეხბურთელისგან გაშვების თხოვნას წერილობითი ფორმით ელის. აღნიშნულ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
ცოტა ხნის წინათ, სუარესმა განაცხადა, რომ მას კარიერის ინგლისის ჩემპიონატს მიღმა გაგრძელება სურს. ურუგვაელი თავდამსხმელის შეძენის სურვილს მანამდეც გამოთქვამდა “რეალი”, რომელთანაც სუარესს ამ განცხადების შემდეგ კიდევ უფრო ხშირად აკავშირებენ.
თუმცა, “ლივერპულში” თვლიან, რომ ფეხბურთელის მიერ ჟურნალისტებთან საუბრისას ნათქვამი სიტყვები მისი ტრანსფერზე დაყენების საკმარისი საფუძველი არაა და სამხრეთ ამერიკელისგან გაშვების თხოვნას წერილობით ელიან. სწორედ ამის შემდეგ დაიწყებენ მერსისაიდელები ტრანსფერზე მუშაობას.