ფეხბურთი

17:53 | 13.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” შაქირით დაინტერესდა

“ლივერპულის” ხელმძღვანელობას მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველის – ჯერდან შაქირის შეძენა სურს. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება.

როგორც ირკვევა, გერმანიის ჩემპიონი 22 წლის შვეიცარიელს 15 მილიონ გირვანქა სტერლინგს აფასებს. კლუბებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და დიდი ალბათობით, წარმატებითაც დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ შაქირი “ბაიერნმა” “ბაზელისგან” შეიძინა, მაგრამ შვეცარიელმა “ალიანს არენაზე” თავი ვერაფრით დაიმკვიდრა.

 

0.113816