“ლივერპულის” ხელმძღვანელობა მიუნხენის “ბაიერნისგან” ჯერდან შაქირის შეძენას აქტიურად ცდილობს. “ბილდის” ცნობით, მერსისაიდელებმა შვეიცარიელის შესაძენად 20 მილიონი ევრო გამოყვეს.
“ალიანს არენას” დატოვების წინააღმდეგი არც თავად შაქირია. შვეიცარიელი არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის კონკურენციას ვერ უწევს და უმეტესად, სათადარიგოთა სკამზე უწევს ყოფნა.
შეგახსენებთ, რომ შაქირის სანაცვლოდ “ბაიერნმა” “ბაზელს” 12 მილიონი ევრო გადაუხადა. ეს ტრანსფერი 2012 წლის ზაფხულში შედგა.