ფეხბურთი

10:37 | 28.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” შაქირის შეუთანხმდა

 

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ჯერდან შაქირი “ლივერპულში” გადასვლასთან ძალზე ახლოსაა. “დეილი სტარის” ცნობით, 22 წლის შვეიცარიელის მხარემ მერსისაიდელებთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა.

ფეხბურთელის აგენტი მისივე ძმა ერდინ შაქირია, რომელიც “ლივერპულის” ხელმძღვანელებს შეხვდა და საქმიანო მოლაპარაკება გამართა. მხარეებმა ძირითად საკითხებზე მოითათბირეს და ერთმანეთს გულთბილად დაემშვიდობნენ.

სავარაუდოდ, “ბაიერნი” შაქირის სანაცვლოდ 15 მილიონ გირვანქას მიიღებს.

0.119734