"ლივერპული" მზადაა კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელ ალექსის სანჩესში 22 მილიონი ევრო გადაუხადოს.
როგორც ცნობილია, ჩილელისადმი ინტერესს ტურინის "იუვენტუსიც" იჩენს და იტალიელები სანჩესის სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს გაღებას აპირებენ. თავად 25 წლის ფეხბურთელს იტალიაში თამაში იმ შემთხვევაში სურს, თუ ანტონიო კონტე პოსტს შეინარჩუნებს.
"ლივერპული" "იუვენტუსისგან" განსხვავებით, "ბარსელონას" გაზრდილ თანხას სთავაზობს და ფეხბურთელის გადაბირებას აქტიურად შეეცდება.
ალექსის სანჩესმა გუშინ, პრიმერადივიზიონის ბოლო მატჩში, “ატლეტიკოს” წინააღმდეგ შესანიშნავი გოლი გაიტანა. მან ესპანეთის ჩემპიონატში 2013/14 წლების სეზონში 34 მატჩში 19-ჯერ გამოიჩინა თავი.
გიორგი ბალახაძე