ფეხბურთი

14:41 | 22.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” მინოლეს სანაცვლოდ 11 მილიონს იხდის

ბელგიის ეროვნული ნაკრებისა და ინგლისის პრემიერლიგის “სანდერლენდის” მეკარე სიმონე მინოლე ახალ სეზონს დიდი ალბათობით “ენფილდზე” დაიწყებს.

Guardian-ის ცნობით, “წითლებმა” “შავ კატებთან” ტრანსფერის დეტალები უკვე შეათანხმეს და 25 წლის კარის დარაჯის სანაცვლოდ 11 მილიონ გირვანქას გადაიხდიან.

ახლა მინოლემ ლივერპულში სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს და მერსისაიდელებთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმოს.

სიმონი “სანდერლენდში” სამი წლის წინ ბელგიური “სენტ-ტრიუდენიდან” 2 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ გადავიდა. გასულ სეზონში ის გუნდის ძირითადი მეკარე იყო, პრემიერლიგის 38-ივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და 54 გოლი გაუშვა. ყველა ასაკობრივ ნაკრებში გამოსვლის შემდეგ, ეროვნულ გუნდში მისი დებიუტი 2011 წელს შედგა და 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

0.120839