ფეხბურთი

20:16 | 28.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” კონტრაქტის 5 ფეხბურთელთან გახანგრძლივებას გეგმავს

ინტერნეტგამოცემა Goal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ლივერპული” კონტრაქტის ერთბაშად ხუთ ფეხბურთელთან გახანგრძლივებას აპირებს.

ბრენდან როჯერსის მოთხოვნით, მიმდინარე სეზონის ბოლოს, მერსისაიდელები მოლაპარაკებებს ფელიპე კოუტინიოსთან, ჯორდან ჰენდერსონთან, გლენ ჯონსონთან, ჯონ ფლენეგენთან და დანიელ სტარიჯთან დაიწყებენ.

ჯონსონსა და ფლენეგენს კლუბთან კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებთ, ჰენდერსონს – 2016 წლამდე, ხოლო კოუტინიოსა და სტარიჯს – 2018 წლამდე.

0.115722