ფეხბურთი

14:11 | 26.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” გაიტანში 38 მილიონს იხდის

“ლივერპულის” ხელმძღვანელობა ლისაბონის “ბენფიკას” ნახევარმცველის – ნიკოლას გაიტანის ტრანსფერზე მუშაობს. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება.

როგორც ირკვევა, მერსისაიდელები 26 წლის არგენტინელში 38 მილიონი ევროს გადასახდელად მზად არიან. ჯერჯერობით, პორტუგალიელები თავიანთ ერთ-ერთ ლიდერს არ თმობენ.

აღსანიშნავია, რომ გაიტანის ხილვა “მონაკოსაც” სურს. მონტე კარლოს ბინადრები არგენტინელში 45 მილიონ ევროს იხდიან.

 

0.114737