ბრიტანული მედიის ინფორმაციით, "ლივერპულმა" "ჰოფენჰაიმის" ნახევარმცველ რობერტო ფირმინოს თვალი დაადგა და მზადაა, 22 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელში, 15 მილიონი გირვანქა გადაიხადოს.
ფირმინო 2011 წელს, გერმანულმა კლუბმა, ბრაზილიური "ფიგუეირენსედან" 4 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. აღსანიშნავია, რომ რობერტო ფირმინოს ბრაზილიის არცერთ ასაკობრივ გუნდში არ უთამაშია.
გასულ სეზონში, ბრაზილიელ შემტევს შთამბეჭდავი შედეგი ჰქონდა - ფირმინომ 37 მატჩი ჩაატარა და 22 გოლთან ერთად 16 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი. ის ამპლუით ცენტრალური შემტევი ნახევარმცველია, თუმცა ფლანგებიდანაც შეუძლია თამაშის გამწვავება.
გიორგი ბალახაძე