ფეხბურთი

18:35 | 31.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” ჯერარდს ახალ კონტრაქტს უმზადებს

ინგლისური “ლივერპული” კაპიტან სტივენ ჯერარდთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებებს გამართავს. 32 წლის ინგლისელს მერსისაიდელებთან მოქმედი ხელშეკრულება 2014 წლის ზაფხულში ეწურება და მისი გახანგრძლივების საკითხიც ამიტომ დადგა დღის წესრიგში.

“ჯერარდის კონტრაქტს ვადა წელიწადის შემდეგ ეწურება და მალე, ამ საკითხზე აქტიურად ვიმუშავებთ. თავდაპირველად, სტივენს მე უნდა დაველაპარაკო და შემდეგ ამ საქმეს კლუბის ხელმძღვანელობას მივანდობთ. ჯერარდს კონტრაქტზე საუბარი არ სურდა, რადგან მხოლოდ თამაშზე იყო კონცენტრირებული. მინდა სტივმა იცოდეს, რომ ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. ახალ კონტრაქტს ზაფხულამდე გავაფორმებთ”, - განუცხადა “წითლების” თავკაცმა ბრენდან როჯერსმა ბრიტანელ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ ჯერარდი “ლივერპულის” აკადემიის აღზრდილია. 10 წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ინგლისელმა მერსისაიდელთა კაპიტნის სამკლავური პირველად მოირგო.

 

0.113097