მიუხედავად იმისა, რომ ინგლისის პრემიერლიგაში სერიოზული კონკურენციაა, “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი საკუთარ გუნდს სეზონის ბოლოს საუკეთესოთა ოთხეულში ხედავს.
“ინგლისის პრემიერლიგაში ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ყველა მწვრთნელის მთავარი სამიზნეა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა. რა თქმა უნდა, ამის მიღწევა რთული იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, “ლივერპული” საჭირო განწყობის პირობებში ჩემპიონთა ლიგის საგზურს აუცილებლად მოიპოვებს”, - განაცხადა როჯერსმა.
“ლივერპულმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბოლოს 2009/2010 წელების სეზონში ითამაშა.