“ლივერპული” ზამთარში ლონდონის “ჩელსის” მცველის რაიან ბერტრანის შეძენას შეეცდება.
გამოცემა The Telegraph-ის ცნობით, ლივერპულელები 24 წლის უკანახაზელს უფრო მეტ სათამაშო პრაქტიკას პირდებიან, ვიდრე “ჩელსიში” აქვს. მიმდინარე სეზონში მან ინგლისის პრემიერლიგაში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა.
“ლივერპული” ზაფხულში ბერტრანის შეძენას შეეცადა, მაგრამ მაშინ ლონდონელებისგან უარი მიიღო. სავარაუდოდ, “ჩელსი” ფეხბურთელის სანაცვლოდ 8 მილიონ გირვანქა სტერლინგს მოითხოვს.
ამჟამად, ბერტრანის ხელფასი კვირაში 35000 გირვანქა სტერლინგია.