ფეხბურთი

12:54 | 27.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" ბენზემას უმიზნებს

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, "ლივერპული" მზადაა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" თავდამსხმელ ქარიმ ბენზემას ტრანსფერში 40 მილიონი გირვანქა გადაიხადოს.

"მერსისაიდელთა" თავკაც ბრენდან როჯერსს ფრანგი ფეხბურთელის შეძენა მიმდინარე წლის ზაფხულში სურდა, თუმცა ბენზემამ “სამეფო კლუბთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა.

დათმობენ თუ არა მადრიდელები ბენზემას აღნიშნული თანხის სანაცვლოდ, ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარე სეზონში ფრანგმა 8 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

გიორგი ბალახაძე

0.127352