ფეხბურთი

12:52 | 28.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” “არსენალს” 50 მილიონს სთხოვს

ლონდონის “არსენალი” “ლივერპულის” ფორვარდის – ლუის სუარესის შეძენას კვლავ აქტიურად ცდილობს, მაგრამ მერსისაიდელები ურუგვაელს საკმაოდ სოლიდურ ფასს ადებენ და ტრანსფერიც ამიტომ ჭიანურდება. ბრიტანული პრესის ცნობით, “წითლები” თავდამსხმელს 50 მილიონ გირვანქა სტერლინგად აფასებენ.

რამდენადაც ცნობილია, “არსენალმა” “ლივერპულს” სატრანსფერო წინადადებით 2-ჯერ მიმართა. მერსისაიდელებს ჯერ 35 მილიონი, შემდეგ კი, 40 მილიონი გირვანქა სტერლინგი ეცოტავათ.

სუარესისთვის ბრძოლაში, “არსენალის” ერთადერთი კონკურენტი მადრიდის “რეალია”, მაგრამ საქმე ისე მიდის, რომ 50 მილიონის გადახდას არც ესპანელები დათანხმდებიან. ჯერჯერობით, ლონდონელებსა და ლივერპულელებს შორის მოლაპარაკება გრძელდება.

 

0.117358