ინგლისური “ლივერპულის” ხელმძღვანელობა ლუის სუარესის გაყიდვას არ გეგმავს. მერსისაიდელებს იმედი აქვთ, რომ ურუგვაელი “ენფილდზე” კონტრაქტის ამოწურვამდე ითამაშებს.
“100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ სუარესი დარჩება. მას ჩვენთან კონტრაქტი კიდევ 4 წლით აკავშირებს. იმედია, პირობებს ბოლომდე შეასრულებს”, - განუცხადა “ლივერპულის” აღმასრულებელმა დირექტორმა BBC Radio 5-ს.
აღსანიშნავია, რომ თავად ურუგვაელ მეგოლეს ისეთ კლუბში სურს გადასვლა, რომელიც ევროარენაზე წარმატებისთვის იბრძოლებს. მიმდინარე სეზონში, სუარესმა ლივერპულელთა მაისურით 29 გოლი გაიტანა.