ფეხბურთი

13:36 | 28.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლივერპულელებმა სუარესი გამოარჩიეს

ინგლისური “ლივერპულის” ქომაგებმა თავიანთი საყვარელი კლუბის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ლუის სუარესი დაასახელეს. ამის შესახებ მერსისაიდელთა ოფიციალური საიტი იუწყება.

ურუგვაელმა მეგოლემ გამოკითხვაში ხმათა 64% მიიღო და კლუბის ორ სიმბოლოს – სტივენ ჯერარდსა და ჯეიმი კარაგერს გადაასწრო. მე-4 ადგილი დანიელ აგერმა დაიკავა, მე-5 – ფილიპე კოუტინიომ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის გასულ სეზონში, სუარესმა 23 გოლი მიითვალა.

 

0.11657