საკალათბურთო ევროპირველობაზე პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა. ლუბლიანაში, "სტოჟიცე არენაზე", 8-მატჩიანი წაუგებელი სერიის მქონე ხორვატია ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა ლიტვამ შეაჩერა და ფინალის საგზური მოიპოვა.
პირველი მეოთხედი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა. მე-7 წუთისთვის, იავტოკასმა ორქულიანი ტყორცნა ზუსტად შეასრულა და და ლიტვა ხუთი ქულით დააწინაურა (19:14). ამის შემდეგ, ლიტველებს უპირატესობა ხელიდან არ გაუშვიათ და საწყისი მეოთხედი 24:19 დამთავრდა.
მეორე მეოთხედში, ხუთ წუთში ხორვატებმა 7 ქულიანი გაქცევა მოაწყეს და მე-14 წუთისთვის, სხვაობა ორ ქულამდე დაიყვანეს (29:27), ხოლო ერთ წუთში, ზორიჩმა ორქულიანი სროლით ანგარიში საყაიმო გახადა (31:31). ამის შემდეგ, უპირატესობა ხელთ ისევ ლიტველებმა იგდეს. ბოლო წუთზე, ბალტიისპირელთა იმედისმომცემმა კალათბურთელმა ვალანჩიუნასმა, ორქულიანი სროლა ზუსტად განახორციელა და ლიტვამ 5-ქულიანი უპირატესობა კვლავ დაიბრუნა. დარჩენილ წამებში, ხორვატებმა, კერძოდ მარკოტამ ისღა შეძლო, ანგარიშში სხვაობა სამ ქულამდე დაეყვანა (40:37).
მეორე ტაიმი ლიტველებმა უკეთესად დაიწყეს და პირველივე წუთებზე 10-ქულიანი “გაქცევა” მოაწყეს. მე-16 წუთისთვის, ბალტიისპირელები მაჩიულისის და კალნიეტისის კარგი თამაშის წყალობით, 18 ქულით დაწინაურდნენ (58:40). ბოლო მეოთხედს ლიტველები 16 ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ ხორვატებმა მესამე მეოთხედში მხოლოდ 6 (!) ქულა ჩააგდეს.
ბოლო მეოთხედში ხორვატებმა სასწაულის მოხდენა ვეღარ შესძლეს. ლიტველებმა უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვეს. ბოლო წამებზე კალათბურთელები სრული ძალით აღარც კი თამაშობდნენ, რადგან გამარჯვებულის ვინაობა უკვე გარკვეული იყო.
აღსანიშნავია, რომ ხორვატებმა, მთელი მატჩის განმავლობაში 20 სამქულიანიდან მხოლოდ სამი გამოიყენეს (15%), ხოლო ლიტვამ 23-დან 9 შორეული ტყორცნა ჩააგდო. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე, ორმაგი დუბლის ავტორი ლინას კლეიზა გახდა. “
ამრიგად, პირველი ფინალისტი ლიტვა გახდა, მეორე ფინალისტს და ხორვატიის მეტოქეს კი, ესპანეთის და საფრანგეთის დაპირისპირება გამოარკვევს.
ლიტვის ნაკრებს, დამოუკიდებლობის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატებზე სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული. 1995
ლუბლიანა. "სტოჟიცე-არენა". 9 180 მაყურებელი
ლიტვა - ხორვატია 77:62 (24:19, 16:18, 20:6, 16:17)
ლიტვა: მოტეიუნასი (3მ), კალნეიტასი (18ქ. 3მ. 4პ), ლავრინოვიჩი (2ქ. 1პ), მაჩიულისი (23ქ. 6მ. 1პ), სეიბუტისი (2ქ. 2მ. 4პ), კლეიზა (22ქ. 11მ. 2პ), ვალანჩიუნასი (6ქ. 5მ), იავტოკასი (4ქ. 3მ).
მწვრთნელი: იონას კაზლაუსკასი.
ხორვატია: ტომიჩი (7ქ. 6მ. 1პ), ანდრიჩი (3ქ), დრაპერი (5ქ. 3მ. 2პ), ბოგდანოვიჩი (15ქ), სარიჩი (4ქ. 4მ. 1პ), რუდეზი (5ქ. 3მ. 1პ), უკიჩი (1ქ. 7მ. 5პ), სიმონი (9ქ. 3მ. 2პ), მარკოტა (5ქ. 3მ), ზორიჩი (8ქ. 5მ).
მწვრთნელი: იასმინ რეპეშა.
გიორგი ბალახაძე