ფეხბურთი

12:56 | 21.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლიტვაში ჩარგაზიამ გაიტანა

ლიტვის საფეხბურთო Aლიგაში (უმაღლესი ლიგა) მიმდინარე სეზონში მეორე თამაში მოიგო ტაურაგეს “ტაურასმა”, რაშიც თავისი წვლილი გიორგი ჩარგაზიამ შეიტანა.

33-ე ტურში, “ტაურასმა” შინ “შიაულიაის” 3:1 აჯობა და ჩარგაზიამ ანგარიში 41-ე წუთზე გახსნა. 22 წლის ქართველი ნახევარმცველი, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვს სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-80 წუთზე შეცვალეს. ირაკლი თვალავაძე მასპინძლებში თავიდან ბოლომდე გაისარჯა. “ტაურასს” მხოლოდ 8 ქულა აქვს და 9 გუნდში ბოლო ადგილზეა.

საფრანგეთის ნაციონალ ლიგაში (მე-3 ლიგის) მე-10 ტურში “ლუზენაკმა”, სადაც ამირან სანაია ირჯება საკუთარ მოედანზე “ვანს” 2:0 მოუგო. ქართველი მარცხენა მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს. “ლუზენაკს” 19 ქულა აქვს და 18 გუნდში მესამეა. სანაიას გუნდს ლიგა 2-ში აღზევება სურს.

უკრაინის პერშა ლიგის (პირველი ლიგა) მე-15 ტურში, “მიკოლაევმა”, რომელშიც გიორგი ჯგერენაია გამოდის, საკუთარ მოედანზე “ოლექსანდრიასთან” 1:2 წააგო. ჯგერენაია დაცვის მარცხენა ფლანგზე შეუცვლელად გაისარჯა. “მიკოლაევს” 12 ქულა აქვს და 16 გუნდში მე-15 პოზიციაზეა.

სამხრეთ აფრიკის ლიგის თასს გამოეთიშა “მოროკა სვალოუვსი”, რომლის ღირსებასაც გიორგი ნერგაძე იცავს. 1/4-ფინალში “მოროკა” სტუმრად “სუპერსტარ იუნაიტედთან” 1:3 დამარცხდა. მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, ხოლო დამატებითში “სუპერსტარმა” ორი გოლი გაიტანა. ნერგაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს.

 

 

0.11629