ფრანგული “ლიონის” ფორვარდ ლისანდრო ლოპესს კარიერის გაგრძელება ევროპაში სურს. RMC-ს ცნობით, 30 წლის არგენტინელის სამსახურით საუდის არაბეთის კლუბი “ალ ჰილიალი” იყო დაინტერესებული, მაგრამ თავდამსხმელისგან უარი მიიღო.
რამდენადაც ცნობილია, არაბებმა ლოპესს წელიწადში 3 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ არგენტინელმა კარიერის გაგრძელება ევროპულ კლუბში ისურვა. საგულისხმოა, რომ ფორვარდს ფრანგებთან კონტრაქტი მომდევნო ზაფხულს ეწურება და “ლიონი” მის გაყიდვას ჩქარობს.
ცნობისათვის, საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში, ლისანდრო ლოპესმა 31 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი მიითვალა.